ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა განახლებული სიის რეგისტრაციაში გასატარებლად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსათვის წარდგინების თაობაზე: ქალბატონი თეა ჯუღელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ქალბატონი თინათინ ბერიშვილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ 2022 წლის 25 მაისიდან 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა; ბატონი დემურ ინანეიშვილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელი
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქ.ქუთაისის მადლიერების სახლის“ მიერ 2023 წლიდან 2024 წლის ივნისამდე გაწეული სამუშაოსა და 2024 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მოსმენა; ქალბატონი თამთა ბაკურაძე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქ.ქუთაისის მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელი