ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმი დასრულდა. ფორუმის მეორე სამუშაო დღე ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენის საკითხებზე საუბრით დაიწყო.
ქუთაისისთვის, როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროპის ლიტერატურული ქალაქების გამოცდილება. სესიაზე თავიანთი ქალაქების შემოქმედებითი პოტენციალი და მიღწევები წარადგინეს ლუბლიანას, კრაკოვის, რეიკიავიკის, ტარტუს , ნოტინგემის წარმომადგენლებმა.
სესიები გაიმართა თემებზე " პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში " და "მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები ". ფორუმის მონაწილეებმა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან ისაუბრეს თავიანთი გამოცდილებებსა და გამოწვევებზე ჭკვიანი, მწვანე ქალაქების მშენებლობის პროცესში.ფორუმის მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შეაჯამეს.