ქუთაისი კულინარიულ ფესტივალს ,,გემოს ფესტს" უკვე მეორედ მასპინძლობს.
ფესტივალი ქუთაისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, რომლის ფარგლებშიც ცისფერყანწელთა ქუჩაზე და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, კვების და გასართობი სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, ასევე, ფოტო ზონებია მოწყობილი.