ქუთაისში მე-15 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" გაიხსნა.
ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.
საიუბილეო, მე-15 ფესტივალში მონაწილეობენ პროფესიული და სამოყვარულო თეატრალური დასები საქართველოდან, ლიტუვადან და მოლდოვადან. საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით "ჰელვერის ღამე".
საკონკურსო სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს. ფესტივალი 26 ივნისს დაიხურება.