ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს უმაპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმერეთის და ქუთაისის პოტენციალს, განიხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომელიც რეგიონში ტვირთის ექსპორტის პროცესს გაამარტივებს, ისაუბრეს ქუთაისის საგანმანათლებლო ტრადიციებზე, პროფესიული სასწავლებლების განვითარებაზე.
"ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს ვუმასპინძლეთ. ვისაუბრეთ რეგიონში და კონკრეტულად ქუთაისში მიმდინარე პროექტების შესახებ, ჩვენი ქალაქის პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოსა და ლატვიას მეგობრობის კარგი გამოცდილება აქვს და იმედი მაქვს, ეს მეგობრობა და პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.