ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლესელიძის პირველი შესახვევის N10-ის მოპირდაპირე მხარეს. სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ლესელიძის მეორე შესახვევში ჯომარდობის გამშვებ ბაზასთან, სადაც მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნულ სამუშაოებს „Lc Road კომპანია ასრულებს და ის მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 290 000 ლარს შეადგენს შეადგენს.