ქუთაისის მერიაში ინტელექტუალურ კონკურში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს.
კონკურსი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო ,,ბრეინ რინგსა“ და „რა? სად? როდის?“- ში. მასში ქალაქის მასშტაბით 21 სკოლის 25 გუნდი ჩაერთო.
„ბრეინ რინგში“ პირველი ადგილი 30-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა, „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული კი სკოლა ,,პროგრესი“ გახდა. კონკურსის საუკეთესო მონაწილეებად დასახელდნენ გიორგი ფრუიძე და რეზიკო ჩახუნაშვილი.
საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეშვილი შეხვდა, ახალგაზრდებს დიპლომები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.