ქუთაისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გუიჯოუს პროვინციის მთავრობის დელეგაცია საქართველოში და კონკრეტულად იმერეთში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოვიდა და ადგილზე ეცნობა რეგიონის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.
მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას და საქართველოს გავლით ჩინეთის ავტოტრანსპორტო ტვირთის ევროპის მიმართულებით გადაზიდვას, რაც მხარეებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.