ქუთაისში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე ქსელი. უახლოეს ხანში დაიწყება ასფალტის საფარის დაგებაც. სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პარალელურად ადგილზე მუშაობს წყალმომარაგების კომპანია, რათა დროულად მოხდეს ახალი წყლის მილების მონტაჟი,რათა მალევე დაიწყოს გზის საფარი დაგება.
,,დუმბაძის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია ,დაგი +" ახორციელებს. პროექტი 1მლ 70 000 ლარის ღირებულებისაა. პარალელურ რეჟიმი მუშაობს ადგილზე წყალმომარაგების კომპანია, რათა დროულად მოხდეს წყლის მილების მონტაჟი და გზის საფარის დაგება. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სამუშაოების ვადებს და ხარისხს. ასევე მიმდინარეობს იაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაციაც,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.