ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, რიგით 31-ე სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში, რაც მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ რამდენიმე საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარებას ითვალისწინებს.
წარმოდგენილი იქნა "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის" მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში
საკითხის თანახმად ადგილობრივი ხელისუფლებიდან, სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №20-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №03.05.22.927; ფართობი: 5295.00 კვ.მ) სადაც თანამედროვე სახის საკალათბურთო დარბაზი განთავსდება.
თანახმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს,რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ,,ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზსს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412781823) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადასცეს ქუთაისში, 35-ე საჯარო სკოლის დასავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით - 11 501.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №1-№2) (საჯარო რეესტრის ამონაწერის №03.01.22.724).
თანხმობა მიეცა მოქალაქეს, რომელსაც საკუთარი განცხადების საფუძველზე იჯარის ფორმით გადაეცა 4.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს წმინდა ნინოს ქუჩა №23-ის მიმდებარედ
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 5 (ხუთი) წლის ვადით. პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადეცა მოქალაქეებს იაკობ გელხვიიძეს და გიორგი ჩიხლაძეს .