მზად ხართ ცვლილებებისთვის?
მაშინ შემოუერთდით ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან, უფასო კურსს!
კურსი განკუთვნილია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.
კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა და სურვილის შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლად დასაქმება კერძო და საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.
კურსი დაიწყება 2024 წლის 10 ივნისს და დასრულდება 28 ივნისს. რეგისტრაცია შეუძლიათ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ:
• 24+ წლის ქალებს;
• რომელთაც გააჩნიათ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა;
• აქვთ მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება.
მონაწილეობისთვის, 7 ივნისამდე გაიარეთ რეგისტრაცია და წარადგინეთ პირადობის და „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასლები:
• ონლაინ სარეგისტრაციო ფორმით: https://form.jotform.com/241192566859368
• ელ-ფოსტით: Qalebiskursi@gmail.com.
• ქუთაისის მუნიციპალურ სამსახურში საბუთების წარდგენით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ავტომობილის მართვის უნარების შემოწმებას.
არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა! გადადგით ნაბიჯი პოზიტიური ცვლილებებისთვის! მეტი ქალი სატრანსპორტო სექტორში!