ქუთაისის სპორტის სასახლე 21-22 მაისს კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის საფინალო თამაშებს უმასპინძლებს.
ფინალში ქალაქის საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. ჩემპიონის სტატუსის მოსაპოვებლად თამაშების სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.
მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მატჩის წინ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი შეხვდნენ.