თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის " ქარავან არტ ფორუმის " ფარგლებში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნების ხეივანი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
დღესვე, გაიმართა დავით კაკაბაძის სახელობის არტ პლენერი, ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. პლენერზე შექმნილი ნამუშევრები გალერეა "ვარლაში" გამოიფინება.