ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში დანიის კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქუთაისში კულტურის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, რაც შესაბამისი სტრატეგიითაა განსაზღვრული და ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქუთაისის, როგორც იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსი იძლევა.
ორმხივი შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო საქმიანი თანამშრომლობა, რაც კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.,,მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ დანიის კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. გავაცანით ქალაქში კულტურის მიმართულებით არსებული პოტენციალი. ვისაუბრეთ უკვე შემუშავებულ კულტურის სტრატეგიაზე და სტატუსზე, რომელიც ქუთაისის იუნესკოს ლიტერატურულ ქალაქად აღიარებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, დანიის კულტურის ინსტიტუტი საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა და მის მიზანია საქართველოსა და დანიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. დავგეგმეთ ქუთაისში ერთობლივად განსახორციელებელი ინიციატივები.“ - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.