ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი " ქარავან არტ ფორუმი " მიმდინარეობს.
დღეს, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა «ურბანული პეიზაჟები».
გამოფენის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო.
გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ნამუშევრები - ფერწერა, მხატვრული ფოტოგრაფია, ინსტალაცია.
"ქარავან არტ ფორუმი 2024" 20 მაისს დასრულდება.