ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში. მასში რეგიონის მასშტაბით 20 გუნდის 400-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
სპორტული ლიგა ქუთაისის მერიისა და სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით ეწყობა. შეჯიბრებები ქუთაისში, სამტრედიასა და საჩხერეში გაიმართება.
ლიგის გახსნის ცერემონიას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე დაესწრნენ.