სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ გრანტების კონკურსს „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ აცხადებს
საგრანტო კონკურსის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად.
საგრანტო პროექტის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებენ რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 600 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება ყოველი თვის 13 რიცხვიდან 25-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1@youthagency.gov.ge. საგრანტო კონკურსი სრულდება 2024 წლის 10 ნოემბერს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://emis188-my.sharepoint.com/.../EhfBs5qYywlOjlJtdBS...