,ევროპის დღის" აღნიშვნას ქუთაისი შეუერთდა, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პროექტის EU4Culture პარტნიორი ქალაქი.
ქუთაისი , როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი ლიტერატურის მიმართულებით, "ექსპოჯორჯიაში" გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა გამორჩეული კალიგრაფისტების მიერ შექმნილი ღია ბარათებით, რომლებზეც გამოსახული იყო ფრაზები ცისფერყანწელთა შემოქმედებიდან.
"ევროპის დღეზე" ქუთაისელმა სტუდენტებმა წარადგინეს გაფართოებული რეალობის
ტექნოლოგიით შექმნილი ორი პროექტი:
ერთ-ერთი პროექტი ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პირველადი იერის აღსადგენად შექმნილი აპლიკაციაა. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კონკრეტული ძეგლების პირველადი სახე ციფრულ ფორმატში ენახათ.
მეორე პროექტი კი, სამშენებლო დეველოპერული კომპანიების გაფართოებული რეალობის აპლიკაციაა, გაყიდვებისა და მარკეტინგის გასაზრდელად.