ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავმზიდი მანქანები გადაეცა.
ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს" ახალი ტექნიკა ქუთაისის და იმერეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 10 და 16 კუბიანი „ივეკოს“ ფირმის, თანამედროვე სტანდარტის ნაგავმზიდები, რომელთა შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა.