ქუთაისმა საერთაშორისო თეორიულ კონფერენციას „თაობათა ცვლა“ უმასპინძლა.
️კონფერენციის დასკვნით ღონისძიებას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
ღონისძიება ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის ორგანიზებით მეხუთედ ჩატარდა. მასში ქართველებთან ერთად ევროპელი მუსიკოსები და მეცნიერ-მკვლევარები ჩაერთნენ.
კონფერენცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა ქართული სიმღერის ისტორია, ევროპული და ქართული საკომპოზიტორო სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედების ანალიზი და თანამედროვე, ალტერნატიული ქართული მუსიკა წარმოადგინეს.