ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ბექა მახარაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
2. ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ მიერ 2023 წელს, 2024 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის და 2024 წლის დასაფინანსებელი ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ
3. სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ 2023 წელს, 2024 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის და 2024 წლის დასაფინანსებელი ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ