გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მერის წარმომადგენელთან მალხაზ აბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.
გზის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს გურიელისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. სამუშაოების შედეგად სრულად მოწესრიგდება ინტერვენციული მედიცინის ცენტრამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის ღირებულებაც 888,584.00 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით სანიაღვრე სისტემა და გზის საფარი მოწესრიგდება გურიელის ქუჩაზე, სამუშაოსთვის 298,481.00 ლარია გათვალისწინებული.
ორი ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ბუხაიძის N22-სა და N 17-ი ბინების მიმდებარედ. მოეწყობა ახალი რეკრეაციული ზოლი, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება ძელსკამები და განათებები.