ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი (მწვრთნელი ქეთევან ლებანიძე) მსოფლიო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
ახალგაზრდებს ადგილობრივ თვითმმართველობაში უმასპინძლეს. მათ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს წევრი მარეხი ნიჟარაძე და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდნენ, მომავალი წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ჩემპიონატი 19-29 აპრილს სერბეთის ქალაქ ბელგრადში გაიმართება. მასში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023 - ის გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთვებიან.