ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია დღეს, ტანვარჯიშის მე-20 სასპორტო სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მწვრთნელებმა ისაუბრეს როგორც დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე, ასევე იმ საჭიროებებზე რომელიც აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.
სასპორტო სკოლაში ამ დროისათვის 200-მდე მოზარდი ვარჯიშობს.