ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთიან სივრცეში შეხვედროდნენ 45-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებს 350 -ზე მეტი ვაკანსიით.
ფორუმის მიმდინარეობას გაეცნო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში გამართულ ფორუმზე წარმოდგენილი იყო ვაკანსიები საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი სფეროებიდან, ასევე საწარმო, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.
გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად ქუთაისის ფორუმის ფარგლებში მოეწყო საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივმა უნივერსიტეტებმა და პროფესიულმა კოლეჯებმა ახალგაზრდებს საკუთარი სასწავლო პროგრამები და ფაკულტეტები გააცნეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გამარტივება და ხელშეწყობა, ხოლო კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების მოძიებაში დახმარება.