ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე დღეს საზოგადოება „ძველი ქუთაისელის“ წევრებს შეხვდნენ.
ირაკლი შენგელიამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ახალ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე სრული ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოება „ძველი ქუთაისელის“ წევრებს იმ საკითხებზე, რომელიც მათი დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საზოგადოება "ძველ ქუთაისელს" შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.