საზოგადოება "ბაღის კიდის" წევრებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე,ირაკლი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე შეხვდნენ.
შეხვედრისას ისაუბრეს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ასევე განიხილეს ის საბინაო და სოციალური პროგრამები რომელიც 2024 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტს წარმოადგენს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საზოგადოება "ბაღის კიდეს" შორის დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.