ქუთაისის მე-17 სპორტსკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მწვრთნელებს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე,ირაკლი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე შეხვდნენ.
სკოლაში ამ დროისთვის 1200 მოზარდი უფასოდ ვარჯიშობს. სპორტსმენები წარმატებულ მონაწილეობას იღებენ როგორც საქალაქო, ასევე რესპუბლიკურ ჩემპიონატებში.
შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე, რაც ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ემსახურება.