ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეათონი 29-30 მარტს მიმდინარეობდა. ორი დღის განმავლობაში 9 ახალგაზრდულმა გუნდმა იმუშავა და ჟიურის წარუდგინა იდეები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციას.
იდეათონის ორგანიზატორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების: ქუთაისის მერიის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, კომპანია "პოდკასტი ტექ-თოქის" რჩეულები გახდნენ და შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ გუნდებს:
Eco Park Stewards, ადლერი, ეკო-შოკი, INT-Max, მშენებლები, მხატვარი.
საუკეთესო იდეებს მიეცა რეკომენდაცია, რომ ქალაქში დაინერგოს და განხორციელდეს.
ღონისძიება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა.
ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელზე „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ მუშაობა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.