ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მაია ჩიბურდანიძის სახელობის მე-16 საჭადრაკო სკოლის მწვრთნელებს, სპორტსმენებს და მშობლებს შეხვდა.
შეხვედრისას ისაუბრეს საჭადრაკო სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე და დაგეგმილ ტურნირებზე.
საჭადრაკო სკოლისთვის სიახლეს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არსებული ჯგუფი, სადაც მსურველებს საშუალება ეძლევათ პროფესიულად შეისწავლონ ჭადრაკი, ასევე მონაწილეობა მიიღონ ტურნირებში.
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის მე-16 საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია 2023 წელს ჩაუტარდა. სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, შეიცვალა: სახურავი, კარ-ფანჯრები, განათებისა და წყალგაყვანილობის სისტემა. სამეცადინო და სატურნირო ოთახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. მოწესრიგდა სკოლის ეზო, სადაც ღია საჭადრაკო დაფა გაკეთდა. თემატურად მოიხატა შენობის ფასადის კედელი.
საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის 544 133 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ სპორტის სახეობას სკოლაში 327 ნორჩი მოჭადრაკე ეუფლება