აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-18 კრივის სპორტულ სკოლაში არსებულ მდგომარეობას დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მოადგილეებთან გია ბასილაძესთან და თემურ ნადირაძესთან ერთად გაეცნო.
ისაუბრეს დარბაზის ინფრასტრუქტურაზე და სპორტული ინვენტარის განახლებაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა მოსასვენებელი და კვების ბლოკის მოწესრიგებაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ " ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, კობა ფხაკაძე.