ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე დღეს, საზოგადოება "ქუთაისელის" წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე და იმ ღონისძიებებზე რომელიც მიმდინარე წელს საზოგადოება "ქუთაისელის" ორგანიზებით იგეგმება.
ასევე საკრებულოსა და საზოგადოება "ქუთაისელს" შორის იგეგმება ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს კომუნიკაციის გაძლიერებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.