საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ,,25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ იმერეთის რეგიონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
პროგრამის მიზანს რეგიონებში ეკო სისტემის გაძლიერება და ინოვაციური სტარტაპების შექმნა წარმოადგენს. 2023 წელს საქართველოს მასშტაბით 41 გამარჯვებული გამოვლინდა.