ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 29-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
✔ ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში. ცვლილება საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
✔ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო დებულებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, დებულებაში ჩაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გენდერული თანასწორობის საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
ასევე დებულების მე-2 მუხლში ჩაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაგეგმვისას გამორიცხული იქნება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
✔ ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ სახელწოდებაში
✔ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის ანგარიში
✔ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაგეგმილია ლ.ასათიანის ქუჩის №96-სა ( ნაკვეთები: №1; № 2; №2-1-1-1-1; № 2-1-2; № 2-2; №3; №4; №4 -1; №4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანება.განაშენიანების გეგმა მოიცავს შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-კომპოზიციურ გადაწყვეტას რომ კავშირში იყოს მიმდებარე გარემოსთან. დაგეგმარების დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომიჯნავე ნაკვეთების განვითარების შესაძლებლობები და ინტერესები. ასევე გათვალისწინებული იქნეს ქვეითებისათვის განკუთვნილი კავშირები მომიჯნავე კვარტლებთან. დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები;
✔ საკრებულომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ EU4Culture ხელშეწყობით დაფინანსებულ პროექტს,რომლის ფარგლებშიც ქუთაისში დაგეგმილია სახალხო ხელოვნების ფესტივალის ჩატარებას.