ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „პროგრესულ პლატფორმაში“ განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრის შესახებ;
2️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’;
3️⃣ ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე გაწეული სამუშაოსა და 2024 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მოსმენა;
4️⃣ შპს "პარკინგსერვისი"-ს მიერ 2023 წელს გაწეული სამუშაოსა და 2024 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მოსმენა;