ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა , რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2024-2025 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
2️⃣ ქალაქ ქუთაისში ლ.ასათიანის ქუჩის N96-სა (ნაკვეთები N1, N2, N2-1-1-1-1, N2-1-2, N2-2, N3, N4, N4-1, N4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის N96-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
3️⃣ გოეთეს ინსტიტუტისგან გრანტის მიღების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ