ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა სლოვაკური სააგენტოს SEAK-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს ჰელიოდორ მაცკოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს გარე განათების ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ელექტროენერგიას და შესაბამისად, ფინანსებს რამდენიმე კომპონენტის - „ჭკვიანი ნათურების“, სანათურე ბოძების, ინოვაციური პროგრამების გამოყენებით. ენერგოეფექტური პროექტი სლოვაკური კომპანიის მიერ უკვე დანერგილი და გამოცდილია სხვადასხვა რეგიონში.
დაისახა სამომავლო გეგმები, მათ შორის, ქუთაისში პროექტის ჯერ საპილოტე ვერსიის, შემდეგ კი სრული მოცულობით განხორციელება.