ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.
სააგენტო ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად ახორციელებს მისიას საქართველოში, რაც გულისხმობს ურბანული პროექტების დაფინანსებაზე ინიციატივის წარდგენას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
სტუმრებმა ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც 5 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა) ხორციელდება, განიხილეს სამიზნე მუნიციპალიტეტების ტექნიკური მხარდაჭერის გეგმა.
ქალაქის მერმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით, ქალაქში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრად და საერთაშორისო ლოჯისტიკურ ჰაბად (ეგრეთ წოდებული „დიდი ქუთაისი - big Kutaisi” ) ჩამოყალიბების შესახებ.