უთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის CDI-ის ვიცე-პრეზიდენტთან კუ ჯიანთან, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროს სპეციალისტთან მარია პია ანკორასთან და რეგიონული განვითარებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
CDI-ს ინოვაციური სისტემები საერთაშორისო ინდუსტრიული პარკის დეველოპერებს ეხმარება სტრატეგიულ დაგეგმვასა და მდგრად განვითარებაში, ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და საერთაშორისო თანამშრომლობას.
იოსებ ხახალეიშვილმა სტუმრებს გააცნო ქუთაისში მიმდინარე საერთაშორისო პროექტები, ისაუბრა ქუთაისისა და ჩინეთის დამეგობრებული ქალაქების (სიანი, ნანჩანგი) პარტნიორულ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.