ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 53-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔷 ბიუროს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29-ე რიგითი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შემუშავებისა და სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ.
🔷ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 29-ე სხდომა გაიმართება 2024 წლის 27 მარტს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი იქნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29-ე სხდომის დღის წესრიგის შემდეგი პროექტი:
1️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2️⃣ქ ალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასებისა და დამტკიცების შესახებ
3️⃣ ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-სა ( ნაკვეთები: №1; № 2; №2-1-1-1-1; № 2-1-2; № 2-2; №3; №4; №4 -1; №4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
4️⃣ გოეთეს ინსტიტუტისგან გრანტის მიღების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ