ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიამ ფუნქციონირება დაიწყო.
აკადემიაში პირველ საწვრთნელ პროცესს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი დაესწრნენ. სტუმრებმა ადგილზე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აკადემიის აღსაზრდელებს ესაუბრნენ.
აკადემიაში მომზადებას გადის, სელექციის საფუძველზე დაკომპლექტებული, 2009 და 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. სპორტსმენები აკადემიაში 2 წლის განმავლობაში უფასოდ იცხოვრებენ და ისწავლიან.
აკადემია ქუთაისში გასულ წელს აშენდა. ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი. ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახებია განთავსებული. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება.