ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების სამოქმედო გეგმის საჯარო კონსულტაცია გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიების სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს და ის „ეგერია სოლუშენსი“-ს მიერ ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიმდინარე ეტაპზე გათვალისწინებულია კომისიების კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებთან, რომლის ფარგლებშიც კომისიებს შესაძლებლობა ეძლევათ განსაზღვრული პრიორიტეტები და დაგეგმილი აქტივობები საზოგადოებას გააცნონ და მათი ხედვა მოისმინონ.