14 მარტი ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღეა.
ამ თარიღის აღსანიშნავად, ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ტრადიციული ღონისძიება გაიმართა.
ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორის ვასილ ამაშუკელის ხსოვნას.
ღონისძიებაში ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრი „ მარჯანიშვილელები“ და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.