ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, 29-30 მარტს იდეათონი გაიმართება.
️ახალგაზრდული იდეათონის მიზანია გამოავლინოს კრეატიული და საინტერესო იდეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის, განვითარებას, ეკო- მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას, სასურველი საცხოვრებელი და ვიზიტორებისათვის მიმზიდველი ქალაქის შექმნას.
იდეათონში მონაწილეობა შეუძლია 17-30 წლის ასაკის ახალგაზრდებს. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. გუნდში წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 23 მარტამდე შემდეგ მისამართზე:
https://forms.gle/fbYVpPbBgYTi6t4d6
იდეათონში გამარჯვებული იდეები რეალობად იქცევა და ქუთაისში განხორციელდება.
იდეათონი იმართება ქუთაისში ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით.
იდეათონის ორგანიზატორებია ქუთაისის მერია და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
იდეათონის პარტნიორებია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
იდეათონის დებულების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: