ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი კონსტანტინე ჯანაშიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს და ორგანიზატორებს შეხვდა.
ტურნირი ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს
მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცები ეჯიბრებოდნენ.
დავით ერემეიშვილმა გამარჯვებულებს მოპოვებული წარმატება მიულოცა და ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
ჩემპიონატი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.