ქუთაისის სპორტის სასახლეში კონსტანტინე ჯანაშიას სახელობის საერთაშორისო თასი გათამაშდა.
მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ერთმანეთს 4 დისციპლინაში: 80, 90, 105 და +105 წონით კატეგორიებში შეეჯიბრნენ.
ტურნირს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი კონსტანტინე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების და სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები.
გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები.
80კგ. კატეგორია:
მინდია ჭინჭარაული (საქართველო)
თორნიკე ხუციშვილი (საქართველო)
ბესო მალაყმაძე (საქართველო)
90კგ. კატეგორია:
ლიებუს რამუნასი (ლიეტუვა)
ვოლკერ ბაუერი (გერმანია)
გაგა ჭინჭარაული (საქართველო)
105კგ. კატეგორია:
ვალერი გაზდაევი (უკრაინა )
მარის როზენტალის (ლატვია)
მიგელ ლოპესი (ესპანეთი)
105+კგ. კატეგორია:
ავთანდილ ყარმაზანაშვილი (საქართველო)
კაროლის ალექსანდრავიჩიუს (ლიტვა)
ჯან ლუკა არდენგი (ესპანეთი)
ჩემპიონატი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.