ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე შპს N1 სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც პროექტის ,,მწვანე ქალაქის“ მონაწილეები არიან.
პროექტი ,,მწვანე ქალაქი“ ქუთაისის მერიის, საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციისა და შპს N1 სკოლის თანამშრომლობით განხორციელდა. მასში 20-მდე მოსწავლე ჩაერთო.
პროგრამის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა აქტივობა: ჩატარდა ლექცია ,,თანამედროვე სპორტი ჯანსაღი მომავლისთვის“, მოსწავლეებმა ქალაქის ტერიტორიაზე დარგეს მარადმწვანე ხეები. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.