ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯ "იბერია"-ში პროექტის - "დრონების სკოლის" პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კოლეჯის ბაზაზე დამზადებული დრონების გამოფენა, ფრენის მასტერკლასი, დრონების გაშვება. პროექტის თანამონაწილე იყო დრონების ფედერაცია.
"იბერიაში" მოქმედი პროექტის - "დრონების სკოლის" ფარგლებში, სტუდენტები დრონების არქიტექტურას, მის შემადგენელ კომპონენტებს , ფრენის რეჟიმებს, პროგრამირებასა და უსაფრთხოების წესებს დაეუფლნენ.
პროექტში ჩართული იყვნენ ქ. ქუთაისის N6 აფხაზეთის ჟ. შარტავას სახელობის სკოლის მოსწავლეები. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.