ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია დღეს, ი. აბაშიძის N10-ა ბინის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი საცხოვრებელი სახლის საძირკველში ხდება გრუნტის წყლის შედინება რაც გარკვეულ საფრთხე ქმნის, რადგან წყალი ძირითადად ლიფტის შახტაში გროვდება.
შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო საკრებულოს თავმჯდომარე. ირაკლი შენგელიას განმარტებით,სპეციალური სამსახურის მიერ, დღესვე მოხდება შახტიდან წყლის ამოტუმბვა, ასევე დაიდგმება ტუმბო, რომელიც სისტემატიურად მოახდენს გრუნტის წყლის ამოტუმბვას.
" მოქალაქეებთან არსებული პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით დღეს, მორიგი შეხვედრა ი.აბაშიძის N10-ა ბინის მცხოვრებლებთან გავმართე.
ვისაუბრეთ არსებულ პრობლემაზე, რომელიც ადგილობრივებს რამდენიმე ხნის წინ შეექმნათ. პრობლემა რომელსაც გრუნტის წყალი ქმნის, გარკვეულწილად მოგვარებადია, რადგან დღესვე მოხდება არსებული წყლის ამოტუმბვა და სპეციალური სატუმბვი სისტემის დამონტაჟება, რომლის საშუალებითაც საძირკველი წყლიდან გათავისუფლდება."- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ