ზუსტად 108 წლის წინ, 1916 წლის 28 თებერვალს ქალაქ ქუთაისში დაარსდა ქართველ სიმბოლისტ პოეტთა გაერთიანება სახელწოდებით "ცისფერი ყანწები", რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაში და ქართული მოდერნიზმის ჩამოყალიბებაში.
„აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ "ცისფერი ყანწებით" -
ტიციან ტაბიძე, ჟურნალი "ცისფერი ყანწები" 28 თებერვალი, 1916 წელი.